ბურჭულაძის გაერთიანებაში მყოფი პარტია გირჩის ერთ-ერთი ლიდერი ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ პოლიტიკური პლატფორმა და კონკრეტულად პარტია გირჩი კოალიციურ თანამშრომლობას არავისთან არ გეგმავს.
„ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები, თუ რომელიმე პოლიტიკური ძალა ხელს მოაწერს ამ გეგმას და იტყვის, რომ ჩვენ ამას განვახორციელებთ, ჩვენ ამ შემთხვევაში ვითანამშრომლებთ ნებისმიერ ძალასთან. ისე დაგეგმილი არანაირი კოალიცია, არც ნაციონალებთან, არც ოცნებასთან და არც არავისთან ცხადია არ არის,“-განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, გუშინ გირჩის წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა, რომელიც საარჩევნო ბლოკის – სახელმწიფო ხალხისთვის საარჩევნო სიის მე-4 ნომერია, ტაბულასთან საუბარში განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციას არ გამორიცხავს.
“ქართულ ოცნებასთან“ და ნებისმიერ ძალასთან, გარდა თქვენ მიერ დასახელებული „პატრიოტთა ალიანსისა“, თემატური თანამშრომლობა სრულიად მისაღებია. [პარლამენტში შესვლის შემდეგ] კოალიციის შექმნას არავისთან არ გამოვრიცხავ, გარდა „პატრიოტთა ალიანსისა“ და დავამატებ კიდევ, ბურჯანაძეს”, – თქვა ვახტანგ მეგრელიშვილმა.