ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„პირადი მიზეზი“: რატომ ვერ მოხვდა სოფო ჯაფარიძე „ქართული ოცნების„ საარჩევნო სიაში

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს”  ახალი სახე, სოფო ჯაფარიძე  სოციალურ ქსელში წერს თუ რატომ ვერ მოხვდა საარჩევნო სიაში:

 

“მოგესალმებით, ბუნებრივია გაგიჩნდათ კითხვები მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში ვერ მნახეთ. სუბიექტური,მიზეზის გამო, რომელიც იმდენად პირადია, რომ ამაზე საუბარი არ მსურს, მივიღე გადაწყვეტილება, რომელსაც აბსოლუტურად გაგებით მოეკიდა პრემიერ-მინისტრი. (საჯაროდ ვუხდი მას მადლობას ნდობისთვის, თანადგომისათვის და მხარდაჭერისათვის). ასევე მადლობელი ვიქნები ჟურნალისტების, რომლებიც გაგებით მოეკიდებიან ჩემს გადაწყვეტილებას და ზედმეტი კითხვებით არ მომმართავენ. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩემს გადაწყვეტილებას პოლიტიკური სარჩული არ ედო და მხოლოდ პირადმა, სუბიექტურმა მიზეზმა განაპირობა ჩემი გადაწყვეტილება. სადაც არ უნდა ვიყო, რა პოზიციაზეც, მე გავაგრძელებ საქმიანობას ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ (მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ასე ვიყავი და ვიქნები) . წარმატებას ვუსურვებ ქართულ ოცნებას საპარლამენტო არჩევნებში”, – წერს სოფო ჯაფარიძე.

„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სია გუშინ წარადგინა.

იტვირთბა....