ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კახა კალაძემ თანამდებობა დატოვა: ვინ შეცვლის მინისტრს

ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ ოფიციალურად განაცხადა:

„მე დღეიდან აღარ ვარ თქვენი მინისტრი, ჩვენ ვიქნებით ერთად, მთავარი ეს არის და ერთად მივაღწევთ გამარჯვებას“, – განუცხადა  კალაძემ თანამშრომლებს.

 

კახი კალაძე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს და “ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის მეორე ნომერია. კანონმდებლობის მიხედვით, მთავრობის წევრი ვალდებულია, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში, თანამდებობა დატოვოს.

 

კალაძის გარდა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამაც დატოვა თანამდებობა, რომელიც ასევე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს.

2030-ის ინფორმაციით, კახი კალაძეს სავარაუდოდ მისი მოადგილე, ილია ელოშვილი შეცვლის.

იტვირთბა....