„პაატა ბურჭულაძე – მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი რუხაძე პარტიის საარჩევნო სიაში ყოფნაზე უარს ამბობს.
ამის შესახებ რუხაძემ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა და განმარტა, რომ ამ თემაზე დაწვრილებით მომავალში ისაუბრებს, ამ ეტაპზე კი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.
„მოგესალმებით მეგობრებო,
მადლობა ყურადღებისთვის, ჟურანლისტებს კი ინტერესისთვის. დაწვრილებით ალბათ მომავალში ვისაუბრებთ. დღეს რაც შემიძლია გითხრათ, არის ის რომ, პირადი მოსაზრებებით ვთქვი უარი პარტიულ სიაში ყოფნაზე. სატალევიზიო კომენტარებზე ამ ეტაპზე თავს შევიკავებ“- წერს რუხაძე სოციალურ ქსელში.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პაატა ბურჭულაძის პარტია ერთ-ერთმა წევრმა ხათუნა ლაგაზიძემ დატოვა. როგორც მან „მეტრონომს“ განუცხადა, ბურჭულაძის პარტიიდან მას საფრთხე ემუქრება.
სრული ინტერვიუ იხილეთ აქ: