ახალი ამბები მთავარი სამართალი

„საია“ სასამართლოს „პანორამა თბილისთან“ დაკავშირებით სარჩელით მიმართავს

დღეს, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ „პანორამა თბილისის“ პროექტთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართავს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, ისინი მშენებლობის ნებართვის გაცემას აპროტესტებენ და მის გაუქმებას ითხოვენ.

საუბარია სოლოლაკის მაღლობის და სოლოლაკის ბაღების სასტუმრო კომპლექსების მშენებლობაზე, რომელიც მათი თქმით, ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში მიმდინარეობს.

როგორც „საიას“ პროექტის კოორდინატორმა სულხან სალაძემ განაცხადა, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ამ ტიპის მშენებლობას კრძალავს.

„ნებართვა გაცემულია ქალაქ თბილისში არსებულ ისტორიული ლანდშაპტის დაცვის ზონაში. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა კრძალავს ამ ტიპის მშენებლობას აღნიშნულ ზონაში. ჩვენ კანონმდებლობით დადგენილი წესით უკვე მივმართავთ თბილისის საქალაქო სასამართლოს და წარვადგენთ ამ სარჩელს“ – ამის შესახებ საიას პროექტის კოორდიანატორმა სულხან სალაძემ განაცხადა.

 

იტვირთბა....