ქუთაისში 43 წლის მამაკაცი მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდა. თვითმხილველების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშიებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.