ოზურგეთში 3 სექტემბერს დაკარგული 15 წლის გოგონა იპოვეს.
როგორც გაუჩინარებული გოგონას მეზობლები ყვებოდნენ, მოზარდს საკუთარი ტელეფონი არ ჰქონდა. ოჯახმა პოლიციას მისი პოვნის მიზეზით მიმართა.
როგორც „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, დაკარგული თბილისში იპოვეს. ახლა ის სამართალდამცველებს სახლში მიჰყავთ.