ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ცესკო-მ თოფაძის „მრეწველები“ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნა

“თოფაძე – მრეწველები, ჩვენი სამშობლო” საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მრეწველების მიერ ცესკო-ში წარდგენის დოკუმენტაციას საარჩევნო სია არ ახლდა, რაც რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
რეგისტრაცია გაუუქმდა ახალ პოლიტიკურ ცენტრ “გირჩსაც”, რომელმაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას განაცხადით გუშინ მიმართა.
ამ დროის მონაცემებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულია 27 საარჩევნო სუბიექტი, რომლებმაც წარადგინეს მაჟორიტარული და პარტიული სიები.

იტვირთბა....