ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„ისე ღირსეულად წავედი, შეიძლება მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში ვერ ნახოთ“

“ისე ღირსეულად წავედი პოლიტიკიდან, რომ შეიძლება მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში ვერ ნახოთ”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა რეგიონული მედიის ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

”რასაც ეძახიან წასვლას, ისეთი წასვლა არ შედგება. პოლიტიკიდან მე წავედი და წავედი გახსნილად და გამოვაცხადე როგორ წავედი. მე ვარ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე და არ ვაპირებ ქვეყნიდან წასვლას, ამასთან აიგივებენ, ამის სურვილი აქვთ ოპონენტებს, რომ როგორმე იქნებ ქვეყნიდან წავიდე და დავაცადო ის ძველი ”ტაშ-ფანდურა”, რომ უნდათ დააბრუნონ. პოლიტიკიდან, ჩემი აზრით, ღირსეულად წავედი მიუხედავად იმ კითხვებისა, რომელსაც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ ბევრი პოლიტიკოსი სვამს. ისე ღირსეულად წავედი, რომ შეიძლება მსოფლიო ისტორიაში ვერ ნახოთ. მე ვაჩვენე, რომ არ მქონდა პოლიტიკაში ყოფნის სურვილი, მაგრამ დასჭირდა ჩემს ქვეყანას მოვედი, თავი გავწირე, გადავდე, გადავალაგე, გავუშვი ის მოძალადე ხელისუფლება და გავყევი, წავედი პოლიტიკიდან. ამით ვაჩვენე, რომ ეს არ იყო ჩემი პირადი ამბიცია, – განაცხადა ივანიშვილმა.

როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ახლა ერთი სული აქვთ, რომ ქვეყანას გაეცალოს, რადგან მას მოსახლეობაში გარკვეული ავტორიტეტი აქვს.

„მე ვარ დღეს მოქალაქე, დავრჩები მოქალაქედ, ყველა მოქალაქეს ვალდებულებაც კი აქვს, რომ მინიმალური მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკაში“- განაცხადა ივანიშვილმა.

 

იტვირთბა....