სომხეთის პრემიერ-მინისტრი ჰოვიკ აბრაჰამიანი გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.
ჟურნალისტების ცნობით, მთავრობის სხდომაზე აბრაჰამიანმა განაცხადა: „ჩვენ გვჭირდება ახალი მიდგომა და ახალი დასაწყისი. ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ და ახალი მთავრობა ჩამოვაყალიბოთ”
მისივე თქმით, ახალი მთავრობის წევრებთან გააგრძელებს მუშაობას, რადგან აქტიურ პოლიტიკაზე უარის თქმას არ აპირებს.
როგორც „რადიო თავისუფლების“ ინგლისური ბიურო წერს, სომხეთის პრემიერ-მინისტრი მკვეთრი ეკონომიკური ვარდნისა და სამოქალაქო აღზევების ფონზე გადადგა.