ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ზუგდიდში ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

ზუგდიდში, ბიძინა ივანიშვილის რეგიონულ მედიასთან შეხვედრის დაწყებმადე,  კულტურის სახლის წინ ყოფილ პრემიერთან შეხვედრის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.

აქციას ზუგდიდში ქვაფენილის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები მართავენ. ისინი  სამუშაოების მწარმოებელ კომპანია “გზამგებისგან” სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, კომპანიას მათ მიმართ რამდენიმე ათასიანი დავალიანება აქვს. მათი ივანიშვილთან შეხვედრის მიზანია, რომ ის ამ პრობლემით დაინტერესდეს.

აქციაზე იმყოფება ზუგდიდის საკრებულის ფრაქცია ” ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ანა წითლიძე, რომელიც ზუგდიდის ვიცე-მერ გია გულორდავას კომპანია “გზამგებთან” კორუფციულ გარიგებაში ადანიაშაულებს.

 

იტვირთბა....