ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რიყის კომპლექსის დასრულებას დაახლოებით €40 მილიონი სჭირდება”

ვიცეპრემიერის  და ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით რიყის კომპლექსის მშენებლობის დასრულებისთვის €35-€40 მილიონი ევროა საჭირო.

“პროექტი არ არის დასრულებული. ის საკმაოდ კაპიტალტევადი პროექტია და ჩვენი გათვლებით, დასასრულებლად საჭიროა 35-დან 40 მილიონ ევრომდე. ჩვენ ვუყურებთ ყველა შესაძლებლობას, რომელიც დღეს არსებობს. მათ შორის ვესაუბრებით კერძო სექტორს, თუ როგორ შეიძლება პროექტი განვითარდეს”. – განაცხადა ქუმსიშილმა.

უკვე რამდენიმე წელია რიყის კომპლექსი ტურისტებისთვის მხოლოდ ფასადოვანი ატრაქციაა.  მის მშენებლობაზე “ნაციონალური მოძრაობის” დროს 75 მილიონი ლარი დაიხარჯა.

იტვირთბა....