ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„უსუფაშვილს ნამდვილად ვთავზობდი პარტია დაეტოვებინა“

„ხმალაძის და უსუფაშვილის ცოდნა არც პოზიციას და არც ოპოზიციას არ წაადგა“-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც რეგიონულ მედიასთან შეხვედრას აწყობს, ამჯერად ზუგდიდში.

ყოფილმა პრემიერმა „რესპუბლიკური პარტია“ კვლავ გააკრიტიკა:

„უსუფაშვილს ვთავაზობდით პარტიის დატოვებას და მე ვიყავი იდეოლოგი, თინა ხიდაშელს არავინ არაფერს სთავაზობდა. ვეუბნებოდი, რომ თავისი რესურსი არა „რესპუბლიკური პარტიისთვის“, არამედ სახელმწიფოსთვის მოეხმარებინა. კიდევ კარგი რომ არ დატოვა პარტია, მან საკუთარი ბოლო გამონათქვამებით დამარწმუნა, რომ უნდა დარჩენილიყო პარტიაში და მას არ აქვს ის რესურსი, რაც მეგონა, რომ ჰქონდა. ჩემი კრიტიკა მის მიმართ არ არის პასუხი მის უარგუმენტო კრიტიკაზე, რაც კვირიკაშვილს ეხებოდა. მე კი კონკურენტად გამომაცხადა. მე არავის კონკურენტი არ ვარ. „-განაცხადა ივანიშვილმა.

 

იტვირთბა....