საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და ჩინეთის ადამიანური რესურსებისა და სოციალური უსაფრთხოების სამინისტროს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმი ორი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის განვითარებასა და ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობის გაზრდის ხელშეწყობას ითვალისწინებს.
სამუშაო შეხვედრის ფორმატში მხარეებმა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გამოწვევები განიხილეს.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, საქართველო – ჩინეთის მთავრობებს შორის გაფორმებული დოკუმენტი სტრატეგიული მნიშვნელობის იქნება.
„დღეს ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა ექნება ერთი მხრივ, სოციალურ პოლიტიკაში გამოცდილების გაზიარების, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიმართულებით, ასევე ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ახალ პროექტში, რომელსაც აბრეშუმის სარტყელი ეწოდება,“ – განაცხადა სერგეენკომ.
ინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დღეს დაიწყო და 10 სექტემბერს დასრულდება.