თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. როგორც „მეტრონომს“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაზი აფეთქდა, რამაც 10 კვადრატული მეტრი ფართობის კედლის ნგრევა გამოიწვია.
აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შემთხვევის ადგილზე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ერთი ბრიგადა იყო მობილიზებული. მომხდარის დეტალებს გამოძიება ადგენს.