ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

„რუსთავი 2“-ის სკანდალურ საქმეს ახალი მოწმე გამოუჩნდა: „ ოქრუაშვილის დოკუმენტი ყალბია“

პოლიტდევნილი ბიძინა გიორგობიანი „რუსთავი 2“-ის წილებთან დაკავშირებულ  სკანდალურ დოკუმენტს, რომელიც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა გაასაჯაროვა, სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„ვადასტურებ რომ აღნიშნული შეხვედრა შედგა ბერლინში, ჩემს ბინაში. რაკი ორივე მხარემ გაასაჯაროვა საუბრის თემა, ვადასტურებ რომ საუბარი შეეხებოდა მხოლოდ ტვ “მაესტროს”. ჩემი თანდადწრებით რუსთავი 2 ის საკითხზე სიტყვაც არ თქმულა, ასევე გავიმეორებ ჩემს ეჭვს რუსთავი 2 და ი.ოქრუაშვილის მიერ გავრცელებული დოკუმენტის სიყალბის შესახებ.“-წერს გიორგობიანი.

ბიძინა გიორგობიანი “აიპრესთან” ამ შეხვედრის დეტალებს იხსენებს:

„მე იმ ოთახში ვიყავი მაგრამ, ამ დოკუმენტში რა წერია ვერ დავადასტურებ, იმიტომ რომ ეს დოკუმენტი დადასტურებული აქვს ბერლინის ნოტარიუსს.

სწორია თუა რა ეს უნდა დაადასტუროს ნოტარიუსმა. ოთახში ვიყავი მაგრამ ტექსტში რა წერია არ ვიცი. ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ ასეთი საბუთი არ არსებობს და ეს არის ყალბი… არ გამოვრიცხავ, რომ ეს დოკუმენტი იყოს ყალბი. ვინაიდან ამ დოკუმენტის ნამდვილი ორიგინალი აქვს ნოტარიუსს კალუსს ორსოს, რომელიც ჩემი ნაცნობია.

შიგნით ამ ორიგინალში რა წერია ვერ გეტყვით ზუსტად შინაარს, თუმცა არ გამოვრიცხავ რაც გამოაქვეყნა „რუსთავი 2“-მა იყოს სიყალბე. ოქრუაშვილისგან და რუსთავი 2-სგან ერთობლივად გაკეთებული სრული სიყალბე, ვინაიდან ერთობლივად ასეთი

შეთანხმება, როგორც თქვა რუსთავი 2-მა, რაღაც არასდროს ეკუთვნოდა „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს, მაშინ რანაირად გადასხვისდა ქიბარ ხალვაშისგან სხვაზე თუ არ ეკუთვნოდა? ლოგიკურად ეს ძალიან კომიკურად გამოიყურება ის, რაც „რუსთავი 2“-მა გაავრცელა. თუმცა, ამ შეთანხმებაში შიგნით ტექსტუალურად რა წერია მართლა არ ვიცი და ვერ დაგიდასტურებთ, რადგან ამ ტექსტს არ გავცნობილვარ.

 

მე მათთან ერთად ვიყავი, როდესაც ისინი წავიდნენ ნოტარიუსთან. მთხოვეს, რომ მიმეყვანა რომელიმე ნოტარიუსთან. შიგნით რა წერია ამ შეთანხმებაში არც დავინტერესებულვარ და არც უფლება მქონდა, რადგან ასეთი საკითხებით არ ვინტერესდები.

 

ისინი აცხადებენ, რომ ქიბარ ხალვაში იყო მხოლოდ ოქრუაშვილისგან აფილირებული პირი…

 

რასაც “რუსთავი ” და ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს ამას ვერ დავადასტურებ. თუ ქიბარი არ იყო ამის მეპატრონე, ლოგიკურად როგორ გადასხვისდებოდა სხვაზე?!

 

მე ვადასტურებ იმას, რომ იქ ვიყავი როდესაც ნოტარიალური შეთანხმება შედგა, მაგრამ ვფიქრობ იქ სხვა თემებზეც შეიძლებოდა ყოფილიყო ლაპარაკი. დოკუმენტი რომელიც „რუსთავი 2“-მა გაავრცელა ამ თემაზე, იქ, ჩემი თანდასწრებით სიტყვიერად ლაპარაკი არ ყოფილა. ამიტომ მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს დოკუმენტი სინამდვილეს არ შეესაბამება.

ოქრუაშვილს რა როდის დასჭირდება, როდის რას აკეთებს ვერ გეტყვით, ძალიან უცნაური კაცია. მე მასთან 2010 წლის შემდეგ არ მაქვს ურთიერთობა. ქიბარ ხალვაში ხანდახან მეხმიანება ხოლმე და მასთან მაქვს ურთიერთობა. რაში ჭირდება ამის გავრცელება? ალბათ, ერთობლივი ინტერესები გამოიკვეთა „რუსთავი 2“-ის დღევანდელ მეპატრონეებსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის, რაღაც საერთო ინტერესი გაუჩნდათ მათ ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ, როგორც ვხდები ასეთი განლაგებაა ძალების.

 

კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, რაც შეეხება შეთანხმებას, ტექსტუალურად შიგნით რა წერია ვერ დავადასტურებ, რადგან სიტყვიერად „რუსთავი 2“ იმ დღეს საუბრებში მოხსენიებული საერთოდ არ ყოფილა. იქ სხვა თემებზე ლაპარაკობდნენ ესენი, რასაც მე ვერ გავამხელ. მე არ მაქვს უფლება ჭორის დონეზე რაღაც ვილაპარაკო.

 

ტექსტუალურად რა წერია იცის ნოტარიუსმა, მისგან ტესტის ორიგინალის გამოთხოვა ძნელი არ არის მონაწილე მხარეებისთვის, რადგან ყველას აქვს მისი გამოთხოვის უფლება და გაასაჯაროვებენ.

 

კიდევ ერთხელ გპასუხობთ, იმ დღეს “რუსთავი 2” სიტყვა საერთოდ არ გამიგია. ამიტომ, დიდი ეჭვი მაქვს, რომ ის, რაც ირაკლი ოქრუაშვილმა და “რუსთავი 2”-მა გაავრცელა არის რაღაც მანიპულაცია და ეს დოკუმენტი არ შეესაბამება ორიგინალს რაც დევს.“-განუცხადა გიორგობიანმა „აიპრესს“.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ოქრუაშვილმა გაასაჯაროვა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც „რუსთავი 2“-ის წილებს ფლობს ის და არა -ქიბარ ხალვაში. ხალვაშმა ამ დოკუმენტს ყალბი უწოდა.

ამ ეტაპზე ქიბარ ხალვაში სასამართლოს გზით ცდილობს „რუსთავი 2“-ზე საკუთრების მოპოვებას.

იტვირთბა....