ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით ბუნებრივი გაზის ტრანზიტი შეწყდება

7 სექტემბრიდან 12 სექტემბრამდე რუსეთის ფედერაციიდან სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით ბუნებრივი გაზის ტრანზიტი შეწყდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ავრცელებს.

„შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“  DN-1000მმ „ყაზახ-საგურამოს“ მაგისტრალური გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილია მცხეთის ჯვრის (კოდის წყარო) ახლადაშენებული მონაკვეთის შეჭრა მაგისტრალურ გაზსადენში და ერთი DN-1000მმ ამორტიზებული სახაზო ონკანის შეცვლა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 7 სექტემბერს დაიწყო და 12 სექტემბერს დასრულდება. აღნიშნულ პერიოდში რუსეთის ფედერაციიდან სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით შეწყდება ბუნებრივი გაზის ტრანზიტი“- ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....