ოზურგეთში, 15 წლის გოგონა, რომელიც 3 სექტემბერს დილით სახლიდან წავიდა და დღემდე არ დაბრუნებულა, – ინფორმაციას “გურიანიუსი” ავრცელებს.
როგორც გაუჩინარებული გოგონას ბებია აცხადებს, მან პოლიციას უკვე მიმართა, სადაც დახმარება აღუთქვეს, თუმცა გოგონა ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის.
მეზობლების თქმით, გოგონას მშობლები დაშორებული არიან და სამ შვილიშვილს ბებია ზრდის. გოგონას დედა საქართველოში არ იმყოფება და ის თურქეთში, სამუშაოდაა წასული. მათივე ინფორმაციით მოზარდს საკუთარი ტელეფონი არ აქვს.
როგორც „მეტრონომს“ შსს-ს პრესცენტრში განუცხადეს, დაკარგული გოგონას შესახებ განცხადება სამი დღის წინ შევიდა, ელოდებიან კანონით გათვალისწინებულ 4 დღის გასვლას, რის შემდეგაც ის უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადდება და ძიება დაიწყება.