ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საარჩევნოდ საერთაშორისო მედიაცენტრი შეიქმნება

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძეს საარჩევნოდ საერთაშორისო მედიაცენტრის შექმნის ორგანიზება დაავალა.

გიორგი კვირიკაშვილმა ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მთავრობის უმნიშვნელოვანესი ამოცანა გამჭირვალე, ევროპული სტანდარტის არცევნების ჩატარებაა.

„ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანა გახლავთ გამჭვირვალე, ევროპული სტანდარტის არჩევნების ჩატარება და უმნიშვნელოვანესია, რომ წინასაარჩევნო და არჩევნების პერიოდშიც მედიას მივცეთ საშუალება, რათა კომფორტულად იმუშაოს, კარგად გაშუქდეს მთლიანად არჩევნები. ამიტომ მინდა ვთხოვო ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, დავით ბაქრაძეს ორგანიზება გაუკეთოს ამ საკითხს, რათა ჟურნალისტებს, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს ჰქონდეთ კარგი პირობები, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, საქართველოში იმუშაონ და ჩვენ ამასთან დაკავშირებით მოსაზრებები გვაქვს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

იტვირთბა....