ტელეკომპანია CNN-ი ახალი სოციოლოგიური კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის თანახმად, დონალდ ტრამპს გამოკითხულთა 45% უჭერს მხარს, ჰილარი კლინტონს კი რესპონდენტების 43% ემხრობა.
CNN-ისა და კვლევითი კომპანიის ORC-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ლიბერტარიანული პარტიის კანდიდატს გერი ჯონსონს 7-პროცენტიანი რეიტინგი აქვს, “მწვანეთა პარტიის” კანდიდატს ჯილ სტეინს კი გამოკითხულთა მხოლოდ 2 პროცენტი უჭერს მხარს.
განსხხვავებულია მონაცემები სხვადასხვა საკითხებთან მიმართებით. CNN-ის გამოკითხვებში ტრამპის ეკონომიკურ პოლიტიკას 56%-იანი მხარდაჭერა აქვს, მაშინ როცა დემოკრატების პროგრამა 41% მოსწონს. ეკონომიკისგან განსხვავებით 16 პროცენტიანი უპირატესობა აქვს საგარეო პოლიტიკაში ჰილარი კლინტონს და მის საგარეო კურსის ამომრჩევენთა 56% ენდობა.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.