თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღისა და ნარკოტიკული ნივთიერების შენახვაში ბრალდებულ გიორგი ფეიქრიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ბრალდებულის ადვოკატის, გიორგი ანთაძის განცხადებით, ფეიქრიშვილის იარაღი და ნარკოტიკი ჩაუდეს. მისივე განცხადებით, ბრალდებულს არასოდეს ჰქონია იარაღი და არც ნარკოტიკი.
შეგახსენებთ, გიორგი ფეიქრიშვილი და ნოდარ ნიშნიანიძე სამართალდამცველებმა 4 სექტემბერს დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით პოლიციამ ნოდარ ნიშნიანიძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პისტოლეტი და 7 ცალი ვაზნა ამოიღო, გიორგი ფეიქრიშვილის ბინის ჩხრეკისას კი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ერთი მჭიდით, 30 ცალი ვაზნა და ერთი შეკვრა, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ნივთიერება ამოიღო.