ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მთავარია, არსებობს პოლიტიკური მხარდაჭერა, დანარჩენი დროის საკითხია”

საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე ევროპარლამენტის კომიტეტის მიერ უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ ანგარიშის კენჭისყრას ეხმიანება, რომელზეც კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ საქართველოს ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა.

ქვეყნის პირველი დიპლომატის განცხადებით ქართული მხარე ელოდება, რომ  მალე პოზიტიური საბოლოო შედეგი დადგება საქართველოსთვის.

”LIBE-ს კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება ორი მიმართულებით არის მნიშვნელოვანი: პირველ რიგში კენჭი ეყარა მოხსენებას საქართველოს შესახებ, რომელშიც აღნიშნულია ყველა ის რეფორმა და განხორციელებული ნაბიჯი საქართველოს მთავრობის მხრიდან, რათა შესრულებულიყო ის პირობები, რაც საჭიროა ვიზალიბერალიზაციისთვის. სწორედ ამ მიმართულებით გამოიხატა მხარდაჭერა ევროკავშირის პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის მხრიდან. მთავარია, რომ შეუფერხებლად მიმდინარეობს პროცესი. მთავარია, რომ არსებობს პოლიტიკური მხარდაჭერა და დანარჩენი პროცედურების და დროის საკითხია”.-განაცხადა ჯანელიძემ.

შეგახსენებთ, 5 სექტემბერს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხს ევროპარლამენტის მართლმსაჯულებისა და სამოქალაქო საკითხების კომიტეტმა (LIBE) 44 ხმით, 5-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.

იტვირთბა....