ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოსთან იარაღის უკანონო ტარებისთვის დაკავებული გიორგი ფეიქრიშვილისა და ნოდარ ნიშნიანიძის ოჯახის წევრთა აქცია იწყება.
მოსამართლემ დაკავებულების აღმკვეთი ღონისძიების შესახებ დღეს უნდა გადაწყვიტოს. პროცესი ერთ საათში იწყება. სხდომის პარალელურად აქცია გაიმართება. დაკავებულთა ოჯახის წევრები სამართალდამცველებს იარაღცის ჩადებაში ადანაშაულებენ.
დღეს ერთ-ერთი დაკავებულის, გიორგი ფეიქრიშვილის დედამ სკანდალური ინფორმაცია გააჟღერა. მისი თქმით, გუშინ მათთან სახლში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის დავით ჭიჭინაძის წარმომადგენელი იმყოფებოდა, რომელმაც არჩევნებში დახმარებისა და მხარდაჭერის სანაცვლოდ, დახმარება შესთავაზა.
„ჩვენთან იყრის კენჭს ასეთი დეპუტატი ჭიჭინაძე და ამ დეპუტატმა გამოაგზავნა თავისი წარმომადგენელი, რომ დაგვეხმარეთ და ჩვენც დათოს გავათავისუფლებთო. პასუხი ასეთი მიიღო, რომ დათოს კი არ დაეხმარე, ჯერ ტელევიზორს შეხედე რა ხდება იქ. მეორე ძმას რა მდგომარეობა აქვს,” – აცხადებს ნინო ფეიქრიშვილი.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ შსს-მ სამი პირი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის დააკა.