ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

LIBE-ს კომიტეტმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE) საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, აღნიშნულ ინიციატივას კომიტეტის 44 წევრმა მისცმა ხმა, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა. პროცედურის თანახმად, ამის შემდეგ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტი, ევროკომისია და ევროკავშირის საბჭო დისკუსიას გამართავენ.

საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერის გამო ევროპარლამენტარი და მომხსენებელი მარია გაბრიელი კოლეგებს მადლობას უხდის.

ლიბეს კომიტეტის მიერ საქართველოსთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის მხარდაჭერა მოსალოდნელი იყო საქართველოს მთავრობის წევრებისთვის.

„მნიშვნელოვანი ის, რომ ეს იყო მხარდაჭერილი მრავალპარტიულად. მას პრაქტიკულად ყველა ძირითადმა პარტიამ დაუჭირა მხარი. ეს არის სწორედ მუშაობის შედეგი, როგორც წინასწარ თავად სამოქმედო გეგმაზე, ასევე უკვე შემდგომ, როგორც პარლამენტარებთან, ასევე საბჭოში, კომისიაში,“- განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ.

იტვირთბა....