ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალი ათობით ადამიანმა გადაკეტა

ათობით ადამიანმა ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის, ხელვაჩაურის მონაკვეთი გადაკეტა. აქცია სოფელ თხილნარის მაცხოვრებლებმა გამართეს. ისინი გამგებელთან შეხვედრას ითხოვდნენ.

როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, 2 დღის წინ ჩამოწოლილმა მეწყერმა ცენტრალური გზა ჩახერგა, სოფელთან დაკავშირება მხოლოდ შემოვლითი გზით არის შესაძლებელი, რომელზეც ავტოტრანსპორტის გადაადგილება თითქმის შეუძლებელია.

ადგილზე ამ წუთებში საპატრულო პოლიციაა მობილიზებული, რომლებმაც გზის სავალი ნაწილიდან მოქალაქეები გადაიყვანეს.

აქციის მონაწილეებს, ხელვაჩაურის გამგებელი არ შეხვდა.

იტვირთბა....