ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ მიერ მოპოვებულ სკანდალურ დოკუმენტზე განცხადებას ავრცელებს:
“წარმოდგენილი „დოკუმენტი“ არის ნაციონალური მოძრაობის მორიგი სიყალბე.
ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“–ის ეთერით გაჟღერებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ს ხელთ „ჩაუვარდა“ მასსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის შეთანხმების ამსახველი წერილობითი დოკუმენტი, არის სრული სიყალბე, რაც, უკვე მერამდენედ, მიმართულია მიმდინარე დავის განხილვის გასაჭიანურებლად და ამჯერად უზენაეს სასამართლოზე ზეწოლის განსახორციელებლად.
ამ ამბავს სოციალური ქსელით გუშინვე მივეცი ლაკონური რეაქცია, სადაც ვამბობ, რომ ყოფილი ნაცი არ არსებობს. ნაციონალი არის ყველა, ვინც, ცხოვრების წესით, ფულისა და ხელისუფლებისთვის, ყველაფერს კადრულობს. ამას ვამბობ ირაკლი ოქრუაშვილზე. მის მიერ წარმოდგენილი „დოკუმენტი“ ბუნებაში არ არსებობს,შესაბამისად, არის სრული სიყალბე. „რუსთავი 2“–ის „აღმოჩენა“ დროში ზუსტად ემთხვევა ჩემი კუთვნილი ქონების დაბრუნებისთვის მიმდინარე სამართლებრივიპროცესის უზენაეს სასამართლოში განხილვის დაწყებას. უკვე მერამდენედ, ჩემს მიდგომას, რომ საქმე განხილულ იქნეს ცივილურად, სასამართლოს მეშვეობით,ნაციონალური მოძრაობა (ამ ცნებაში ვაერთიანებ მიხეილ სააკაშვილს, „რუსთავი 2“ –ის დღევანდელ მენეჯმენტს და ირაკლი ოქრუაშვილსაც) უპირისპირებს სიყალბეს, ცდილობს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას, მაყურებლის შეცდომაში შეყვანას და ზეწოლას უზენაეს სასამართლოზე. გუშინდელ ტელეეთერებშინაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ლამის წერტილ–მძიმის სიზუსტით აღწერეს, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს უზენაესმა სასამართლომ ამ„დოკუმენტის“ უეცრად და მოულოდნელად გამოჩენის შემდეგ.
ვიმეორებ, – ეს ეგრეთ წოდებული „დოკუმენტი“ არის ყალბი და რეალობასთან მას საერთო არაფერი გააჩნია. „რუსთავი 2“ –ის დღევანდელი მენეჯმენტი ცდილობსფეხი აუწყოს და შეასრულოს ნაციონალური მოძრაობის დავალებები. ამ გზაზე კი მორიგი სიცრუე გახლდათ ის ფაქტიც, რომ მათ განაცხადეს, თითქოს ჩემთანდაკავშირებას ცდილობდნენ და ვერ მოახერხეს… საინტერესოა, რა საშუალებებით ცდილობდნენ, რომ ასეთი მიუწვდომელი აღმოვჩნდი?!..
კეთილი, მე, ვთქვათ, ვერ დამიკავშირდნენ, როგორც განაცხადეს გუშინ ეთერში, მაგრამ ვერც ჩემს წარმოამდგენელთან მოახერხეს დაკავშირება? ისინი მას მხოლოდსიუჟეტის გასვლის შემდგომ დაუკავშირდნენ. ეთერში გასული სიუჟეტი კი მათ სტილში მოზადებული ფაბრიკაციაა.
ვაცხადებ მკაფიოდ, – რაც უნდა მოიხარშოს ნაცმოძრაობის ადუღებულ თავში, „რუსთავი 2“–თან დაკავშირებულ სამართლებრივ დავაში ისინი შედეგამდე ვერ მივლენ. პირველივე დღიდან მოყოლებული, და ეს 2012 წლამდე გაცილებით ადრე დაიწყო, დავას ვაწარმოებ ცივილური, სამართლებრივი გზებით. ამ გზებით მივალ კიდეც საბოლოო გამარჯვებამდე, რაშიც სრულიად დარწმუნებული ვარ, რადგან სიმართლე ერთია და ამ დავაში ის ჩემს მხარესაა”- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, საქმე ეხება დოკუმენტს, რომელიც ტელეკომპანია “რუსთავი 2-მა” მოიპოვა. 2010 წლის 4 თებერვლით დათარიღებული დოკუმენტი ირაკლი ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის შეთანხმებას მოიცავს.
5 პუნქტისგან შემდგარი დოკუმენტის მეორე პუნქტში აღნიშნულია:
“ქიბარ ხალვაში ადასტურებს, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შესაძენად დადებული ყველა გარიგებაში წარმოადგენდა ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებულ პირს და მოქმედებდა მისი სახელით. შესაბამისად, ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე, მის წილებზე, აქტივებზე, ინტელექტუალურ საკუთრებაზე, მის წილთა შემძენ კომპანიებზე, რუსთავი 2-ის მესაკუთრეობასთან დაკავშირებულ ყველა პრეტენზიაზე, მოთხოვნაზე, სარგებელზე, მისაღებზე (reccivables) საკუთრების და მოთხოვნის უფლებები ეკუთვნის ირაკლი ოქრუაშვილს. ქიბარ ხალვაში არ იმოქმედებს რუსთავი 2-თან დაკავშირებულ არც ერთ საკითხში ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე.”
მეორე პუნქტში ასევე ნათქვამია, რომ თუ ქიბარ ხალვაში აღნიშნულ შეთანხმებას დაარღვევს, მან ირაკლი ოქრუაშვილს 7 მილიონი ამერიკული დოლარი უნდა გადაუხადოს.
„რუსთავი 2-ის“ მიერ მოპოვებული დოკუმენტის შინაარსს, თავად ირაკლი ოქრუაშვილი ადასტურებს. იგი ამბობს, რომ „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს არასდროს არ ეკუთვნოდა.