ვიცე პრემიერი კახი კალაძე ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამარ ჩუგოშვილის მიერ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან მოსალოდნელ პროვოკაციაზე დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, თამარ ჩუგოშვილის განცხადება რეალობას ასახავს და ოპოზიციური პარტიის მხრიდან ორგანიზაციის შექმნაზე საუბრობს, რომლითაც სავარაუდოდ, სწორედ არეულობების მოწყობა იგეგმება.
“ერთადერთი ძალა, ვისაც აქვს სურვილი, რომ ეს არჩევნები ცუდ ფორმატში გადაიყვანოს, ხელის შეშლები იყოს და ა.შ. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და ეს განცხადება, რომელიც ქალბატონმა თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა ,ზუსტად ემსახურებოდა ამას.
აქ იყო საუბარი იმ საშიშროებებზე, რომელიც შეიძლება იქნეს განხორციელებული. დაარსებულია, თუ არ ვცდები, რაღაც ორგანიზაცია, რომლითაც აპირებენ გარკვეული არეულობების შემოტანას. ამის მაგალითები არის უკვე თუნდაც აჭარაში, ხელის შეშლი საარჩევნო კამპანიის დროს, მივარდნები და ა.შ,” – აცხადებს კახა კალაძე.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თამარ ჩუგოშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ პროვოკაციების მცდელობაში ადანაშაულებს.
მისი განცხადებით, ოპოზიციური პარტია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო შეხვედრებზე პროვოკაციებს და არეულობას გეგმავს.