გარდაცვლილ დემურ სტურუას დედის ცემის ფაქტზე დაკავებული დავით ნაცვლიშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაკავებულის ადვოკატმა გიორგი დვალიშვილმა განაცხადა.
ადვოკატის თქმით, ისინი სასამართლო პროცესზე ნაცვლიშვილის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობას დააყენებენ.
,,დავით ნაცვლიშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. პროცესზე აუცილებლად მოვითხოვთ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ შეეფარდოს გირაოც კი, იქედან გამომდინარე, რომ ის ნასამართლევი არასდროს ყოფილა,“ – განაცხადა ნაცვლიშვილის ადვოკატმა გიორგი დვალიშვილმა.
შეგახსენებთ, დავით ნაცვლიშვილი ორი დღის წინ დემურ სტურუას დედის ცემის ფაქტზე დააკავეს. გავრცელებული იფრმაციით, მან დემურ სტურუას დედას სცემა.