„ჩვენ გვაქვს პოლიტიკური მხარდაჭერა თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიის მხრიდან“- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.
დღეს, ევროპარლამენტის ლიბეს კომიტეტში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე დღეს კენჭისყრა გაიმართება. იმ შემთხვევაში თუ ხმის მიცემა საქართველოსთვის დადებითად დასრულდა, პროცესი შემდეგ ეტაპზე გადაინაცვლებს.
„ჩვენ გვაქვს პოლიტიკური მხარდაჭერა თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიის მხრიდან. ჩვენ ველოდებით, რომ ეს პროცესი გაგრძელდება წარმატებით და საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ უფლებას მოკლევადიანი ვიზიტით გაემგზავრონ ევროპაში,“- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.
ევროპარლამენტის მხარდაჭერის იმედი აქვს საქართველოს ევროინტეგრაციის მინისტრ დავით ბაქრაძესაც. მისი თქმით, ჯერჯერობით კონკრეტულ თარიღებზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ქართული მხარის მოლოდინი გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, დადებითია.