ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“პარტიზანული მებაღეობა” დღეს მერიაში პეტიციას შეიტანს

თბილისში, ყაზბეგის გამზირზე გაჩეხილი ხეებისა და დედაქალაქში არსებული ეკოლოგიური პრობლემების გამო მერიის ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი პირების გადაგომის მოთხოვნით “პარტიზანი მებაღეები” დღეს მერიაში პეტიციას შეიტანენ. მოთხოვნას ხელს 500-ზე მეტი ადამიანი აწერს.

ყაზბეგის გამზირზე ხეების გაჩეხვის გამო ეკოლოგისტები აქციებს უკვე სამი კვირაა რაც მართავენ. ისინი 24 საათის განმავლობაში პროტესტს მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, საგანგებოდ დადგმულ კარავში აგრძელებენ.

შეგახსენებთ, 17 აგვისტოს ყაზბეგის გამზირის 24 ნომერში ასწლოვანი ნაძვები გაჩეხეს. ტერიტორიაზე, რომელზეც ადრე სისხლის გადასხმის ინსტიტუტი იყო, ახლა ნგრევა მიმდინარეობს. ადგილზე სამშენებლო კომპანია ორბი ჯგუფი 42 სართულიანი შენობის აშენებას აპირებს. სულ მოჭრილია 13 წიწვოვანი ხე.

იტვირთბა....