ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ოკლაჰომას შტატში 5,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ოკლაჰომას შტატში 5,6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ოკლაჰომა სითის ჩრდილო-აღმოსავლეთით 120 კილომეტრის დაშორებით იყო, ბიძგები კი ქვეყნის კიდევ 6 შტატში იგრძნობოდა.  შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ეკოლოგების შეფასებით, რაიონის სეისმურად გააქტიურება იქ ნავთობისა და გაზის მოპოვების პროცესში სპეციალური ტექნოლოგიების გამოყენებას უკავშირდება, ამიტომ ახალი საპროტესტო გამოსვლების დაწყებას გეგმავენ.

იტვირთბა....