აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა თურქეთის პრეზიდენტს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს შეხვდა. ორი ლიდერის შეხვედრა ჩინეთში მიმდინარე ”დიდი ოცეულის” სამიტის ფარგლებში გაიმართა. როგორც თურქული სახელმწიფო სააგენტო Anadolu იტყობინება, ორი ქვეყნის დელეგაციების შეხვედრა 45 წუთს გაგრძელდა, რის შემდეგაც ობამამ და ერდოღანმა მოკლე განცხადებები გააკეთეს.
ერდოღანის თქმით, აშშ-მა და თურქეთმა ტერორზმის წინააღმდეგ ერთობლივი მიდგომა უნდა შეიმუშავონ. ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ანკარა გააგრძელებს ბრძოლას ყველა ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ, მათ შორის ე.წ “ისლამური სახელმწიფოსა” და სირიელ ქურთთა სახალხო თავდაცვის რაზმების წინააღმდეგ.
ორ პრეზიდნეტს შორის საუბარი პენსილვანიაში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებელის, ფეტულა გიულენის ექსტრადირების საკითხსაც შეეხო. თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ანკარა აშშ-ს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან გიულენს კავშირის შესახებ დამატებით მკიცებულებებს წარუდგნეს. ამასთან, ერდორანმა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში თურქეთის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები აშშ-ში ჩავლენ ამერიკელ კოლეგებთან კონსულტაციების გასამართად.