„რადიო თავისუფლების“ ცნობით, ევროკომისარი გაფართოებისა და სამეობლო პოლიტიკის ურთიერთობის საკითხებში იოჰანეს ჰანი იმედოვნებს, რომ გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისათვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭების შესახებ ევროპის პარლამენტი და ევროკავშირის ყველა ქვეყანა წლის ბოლოს მიიღებენ.
წყაროზე დაყრდნობით „რადიო თავისუფლება“ იმასაც წერს, რომ ეს სავარაუდოდ ოქტომბერ-ნოემბერში მოხდება და საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზოდ გამგზავრებას უკვე ზამთრიდან შეძლებენ.