თბილისის მერიასთან ”პარტიზანი მებაღეების” აქცია დაიწყო. როგორც ”მეტრონომთან” მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა ელენე მალაშევსკი-ჯაყელმა აღნიშნა, აქციაზე სიტყვით გამოვლენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
”მოთხოვნები კვლავ უცვლელია, მთავარი მოთხოვნა ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელების გადადგომა და ამ სამსახურის რეორგანიზაციაა. მათი მთავარი ფუნქცია უნდა იყოს გამწვანებული ტერიტორიების დაცვა.
დღევანდელ აქციაზე ველოდებით სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებსაც რამდენიმეწუთიანი გამოსვლები ექნებათ და მოვლენ მუსიკოსებიც.
ჩვენი აქციები გაგრძელდება მანამდე, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება”-აცხადებს მალაშევსკი-ჯაყელი.