სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ტაბიძის ქუჩაზე ხეები მოჭრეს თბილისის მერიაში არ ადასტურებენ.
“მეტრონომს” მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ მოჭრილია მხოლოდ ერთი დიდი ხე რომელიც გუშინ წაიქცა. უწყების ინფორმაციით წაქცეული ხე მანქანას დაეცა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მოჭრეს.
შეგახსენებთ, „ქალთა მოძრაობის“ ხელმძღვანელის ბაია პატარაია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე გაჩეხილი ხეების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
“ტაბიძის ქუჩა აუჩეხიათ ღამე მანდ თუ რამე კიდე იყო გასაჩეხი, აღარ მეგონა. მაგრამ ხეების მოძულე და ხეებზე დაგეშილმა მერიამ იპოვნა და მოჭრა
დღეს 6 საათზე მერიასთან მოდით ყველა, ვისაც არ გინდა ბეტონის თბილისი!!!!!” -წერს პატარაია.