საფრანგეთის სამხრეთით მდებარე „კოკა-კოლას“ ქარხანაში მუშებმა 370 კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინეს. Telegraph -ის ინფორმაციით მუშებმა კოკაინი კონტეინერის ქვეშ აღმოაჩინეს. კონტეინერი საფრანგეთში მდებარე ქარხანაში კოსტა რიკიდან შემოვიდა.
კოკა-კოლას საწარმოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მუშებმა ნარკოტიკული ნივთიერების აღმოჩენის შესახებ პოლიციას მაშინვე შეატყობინეს.