30 აგვისტოს თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ძლიერი ავარია მოხდა, რომლის დროსაც სამი ახალგაზრდა მძიმედ დაშავდა. დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი განათების ბოძს შეასკდა.
სამივე დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით ავარიის დროს ავტომობილს ჩოგბურთელი სანდრო მეტრეველი მართავდა. სავარაუდოდ, მან გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობისას საჭე ვეღარ დაიმორჩილა და განათების ბოძს შეასკდა.
შეგახსენებთ, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
დღის რეიტინგული სტატიები: