რუსული ტაქსის კომპანია Yandex Taxi-ის ერთ-ერთი მძღოლს სცემეს, -ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.
როგორც დაზარალებული აცხადებს თავდამსხმელი კლიენტი არ ყოფილა და ის გაჩერებულ მანქანაში დაესხა თავს.
შსს-ს ინფრომაციით, ბრალდებული უკვე დაკავებულია. საქმე წვრილმანი ხულიგნობის მუხლითაა აღძრული.
შეგახსენებთ, რომ ტაქსის გამოძახების რუსული სერვისის, Yandex Taxi-ს ქართულ ბაზარზე შემოსვლას საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. საზოგადოების უმეტესი ნაწილი იმან გაანაწყენა, რომ Yandex-ის რუკაზე რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები აღნიშნულია, როგორც სხვა ქვეყნის ტერიტორია. ამას გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელშიც:
“ჯერ რუკები გაასწორეთ, მერე გამარჯობის სწორად, გრამატიკულად თქმა ისწავლეთ და მერე შეიძლება დავფიქრდეთ თქვენს მომსახურებაზე”; ” აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, დაიმახსოვრეთ”,- დაიწერა სოციალურ ქსელში.
Yandex-ში აცხადებენ, რომ რუკა საქართველოს ოფიციალური საზღვრების შესაბამისია.
დღის რეიტინგული სტატიები: