ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მერიაში დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა: „პარტიზანმა მებაღეებმა“ კარვები გაშალეს

„პარტიზანმა მებაღეებმა“ თბილისის მერიის შენობასთან კარვები გაშალეს. დღეს დაგეგმილი ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის რეორგანიზაციასთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრა კი ჩაიშალა. შეხვედრაზე მიწვეული იყვნენ „პარტიზანი მებაღეები“.

ხდომის ჩაშლის მიზეზი შეხვედრაზე მიწვეული სტუმრებისთვის საშვების არარსებობა გახდა, რასაც ხმაური მოჰყვა.

ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში ფოტო დადო წარწერით: „არცერთი პარტიზანი მებაღე არ დაგვიშვეს 5-საათიან სხდომაზე. კარავი “დავეცით”, შემოგვიერთდით“.

შეგახსენებთ, თბილისის მერია „პარტიზან მებაღეებს“ მუნიციპალიტეტთან კარვების გაშლის საშუალებას არ აძლევდა. საიამ და მოძრაობა „პარტიანულმა მებაღეობამ“  მერიის წინააღმდეგ ერთობლივი სარჩელი შეიტანეს. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი: სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა.

იტვირთბა....