საქართველოს ვაჟ და ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებების წევრები ბაქოში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე გაემგზავრნენ. ბაქოში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა 1-დან 14 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.
ქართველი ინტერნეტმომხმარებლის ყურადღება კი, ოლიმპიელების შემდეგ, მოჭადრაკეების სამოსმა მიიქცია. სოციალურ ქსელში მათთმა სამოსმა ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. “სტუდია მონიტორის” ინფორმაციით მოჭადრაკეთა ჩაცმულობაზე ამჯერადაც ბიზნესმენ ლევან ვასაძის კომპანია “სამოსელმა პირველმა” იზრუნა.