გილოცავთ ყველას, ჩვენ მოვიგეთ სასამართლო და გვაქვს უფლება, მერიასთან კარავი დავდგათ“ – ამის შესახებ „პარტიზანული მებაღეობის“ ერთ-ერთმა წევრმა ნატა ფერაძემ განაცხადა.
შეგახსენებთ, თბილისის მერია „პარტიზან მებაღეებს“ მუნიციპალიტეტთან კარვების გაშლის საშუალებას არ აძლევდა. საიმ და მოძრაობა „პარტიანულმა მებაღეობამ“ მერიის წინააღმდეგ ერთობლივი სარჩელი შეიტანეს. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი: სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა.
დღეს 5 საათზე თბილისის მერიაში დაგეგმილია ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის სამუშაო შეხვედრა, სადაც მიწვეული არიან „პარტიზანი მებაღეები“ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები.