გონიოში წვრთნების დროს დაკარგული სამხედროების მოსაძებნად, საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის პრეზიდენტი დავით ნიკოლეიშვილი თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ჯგუფის შექმნას სთავაზობს.
ის ჩატარებულ სამძებრო ღონისძიებებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ამდენი ხნის განმავლობაში სამხედროების კვალს ვერ მიგნება თავდაცვის სამინისტროს სირცხვილია.
„ეს დიდი სირცხვილია საქართველოსთვის და თავდაცვის სამინისტროსთვის, რომ სპეცრაზმის სამხედროები, ასეთ დაბალ სიღრმეში ვერ იპოვეს. სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქნას, აქ შევიდეს ჩვენი ჯგუფი, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ოკენოგრაფები და მეთევზეები. თუ ამ ადამიანების მხარდაჭერა გვექნება, ჯგუფს შეუძლია ეს ზონა შევისწავლოთ და ზუსტად გეტყვით ამ ზონაში ეს ბიჭები არიან თუ არა,“- განაცხადა საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის პრეზიდენტმა დავით ნიკოლეიშვილმა.
შეგახსენებთ, თურქეთის სამხედრო ეკიპაჟმა ზღვაში წვრთნის დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ძებნის ოპერაცია შეაჩერა.
თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას თქმით, სამძებრო სამუშაოები ტექნიკური თვალსაზრისით გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული.
მისივე განმარტებით, გონიოში დაკარგულ სპეცრაზმელებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შედეგები უახლოეს პერიოდში გასაჯაროვდება. ლევან იზორია აცხადებს, რომ საქმეში დანაშაულის ნიშნები იკვეთება.