ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

2015 წელს, საქართველოში მოქმედი სასტუმროები 33%-ით მეტ სტუმარს მოემსახურა

დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2015 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 1154 ეკონომიკური სუბიექტი, რომელთაც გააჩნიათ 1225 სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2015 წელს ექსპლუატაციაში შევიდა 172 სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება. სასტუმროების საერთო რაოდენობის 15.3% ექსპლუატაციაში შევიდა 2014 წელს, 12.1% – 2013 წელს, 8.5% – 2012 წელს, 9.3% – 2011 წელს, 5.9% – 2010 წელს, 34.9% – 2010 წლამდე.

მოქმედი სასტუმროების 99.3% კერძო საკუთრებაშია; მათგან 9.6% – უცხოელი ფიზიკური და იურიდიული პირის საკუთრებაშია, ხოლო 0.7% სახელმწიფო საკუთრებაში.

2015 წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 48.6 ათასი ერთეული შეადგინა. ნომრების საერთო რიცხვი 23.1 ათასი ერთეულია, რომელთა 10.6% ლუქსია, 13.7% – ერთადგილიანი, 58.4% – ორადგილიანი, ხოლო 17.3% სამი და მეტი ადგილის მქონე ნომრებია.

2015 წლის განმავლობაში საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 1854.5 ათას სტუმარს მოემსახურა, რაც 33.3%-ით აღემატება გასული წლის შესაბამის მაჩვენებელს.

საქართველოს სასტუმროებს სტუმართა 63.1% საზღვარგარეთის ქვეყნებიდან სტუმრობდა, 36.9% – საქართველოდან. საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებს უმეტესად სტუმრობდნენ რუსეთიდან (11.5%) შემოსული სტუმრები. ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა შორის უმეტესობას პოლონეთიდან (21.9%) და გერმანიიდან (17.9%) შემოსული სტუმრები შეადგენდნენ. ხოლო სხვა ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა შორის უდიდესი წილი თურქეთიდან (21.6%) და ისრაე- ლიდან (16.4%) შემოსულ სტუმრებს უკავია.

2015 წელს გასულ წელთან შედარებით, სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებ- ში სტუმართა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა არაბთა გაერთიანებული ემირატებიდან (3.6-ჯერ), რუსეთიდან 44.0%-ით, უკრაინიდან – 40.0%-ით, გერმანიიდან – 31.4%-ით, ისრაელიდან – 28.2%- ით, სომხეთიდან – 14.0%-ით, პოლონეთიდან – 4.9%-ით, თურქეთიდან – 4.6%-ით და აშშ-დან – 2.8%- ით. საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებს უმეტესად სტუმრობდნენ რეკრეა- ციისა და დასვენების მიზნით (64.1%), საქმიანი და პროფესიული მიზნით – 22.0%, სხვა მიზნით – 12.5%, ხოლო მკურნალობის მიზნით –1.5%.

წყარო: “ბიზნესკონტაქტი”

იტვირთბა....