“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი დემურ სტურუას თვითმკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის მიმალვის ფაქტს ეხმაურება. ნაცვლიშვილის თქმით, შესაძლოა, სისტემა მოქმედებდეს იმ მიმართულებით, რომ ხელი დააფაროს დამნაშავეს.
„არ ვიცი, რამდენად მართალია ის გარემოება, რომ შესაძლოა, გოდერძი თავაძეს საქართველოს საზღვარი უკვე დატოვებული ჰქონდეს, თუმცა თუ ეს დადასტურდება და არ იქნება შესაბამისი ზომები მიღებული იმისთვის, რომ პირი წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე, დიახ, ეს საქმე გააჩენს განცდას, რომ აქ არ გვაქვს საქმე ჩვენ ერთი პოლიციელის მხრიდან ჩადენილ ქმედებაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დემურ სტურუას საქმეზე სწრაფი, დამოუკიდებელი და ობიექტური გამოძიება ჩატარდეს და დამნაშავე წარსდგეს მართლმსაჯულების წინაშე. მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე განხილულ იქნას იმ ძალიან რთულ კონტექსტში, რომელიც საქმეს თან ახლავს და სისტემური მიდგომა დაადასტუროს ხელისუფლებამ, ნარკოპოლიტიკის გადახედვა იქნება ეს თუ სამართალდამცველების მხრიდან ჩადენილ დანაშაულზე ეფექტური რეაგირება”.-აცხადებს ნაცვლიშვილი.
შეგახსენებთ, გუშინ პროკურატურამ გოდერძი თავაძეს ბრალი ოფიციალურად წარუყენეს. ამ დრომდე შსს-ს ყოფილი თანამშრომელი მიმალვაშია.