ახალი ამბები მთავარი სამართალი

მორიგი ავარია მსხვერპლით: ქობულეთის შემოვლით გზაზე ორი სატვირთო ავტომობილი შეეჯახა

ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევის მიზეზი ორი  სატვირთო მანქანის შეჯახება გახდა. გარდაცვლილია  ერთი-ერთი  ავტომობილის მძღოლი.

 

როგორც “მეტრონომს”  შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის  მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იტვირთბა....