სკანდალური ვიდეოჩანაწერების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე პარლამენტის წევრ თამაზ მეჭიაურს შეხვდა.
ბედუკაძის თქმით, მეგობართან პოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
თავად მეჭიაურის თქმით ბედუკაძემ მას მადლობა გადაუხადა, ცესკოს მიერ “ცენტრისტების” რეგისტრაციიდან მოხსნის გამო გამოთქმული მხარდაჭერისთვის. სხვა დეტალები არც მას დაუკონკრეტებია.
ასევე უცნობია, გამართა თუ არა სხვა დეპუტატებთან „ცენტრისტების“ ლიდერმა შეხვედრა.