ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„რა უნდა გვიშლიდეს ხელს, რომ ბოიკოტი გამოვუცხადოთ რუსული იანდექს ტაქსის ოპერატორს“

“რა უნდა გვიშლიდეს ხელს, რომ ბოიკოტი გამოვუცხადოთ რუსული იანდექს ტაქსის ოპერატორს: არ ჩავჯდეთ მათ მანქანებში, არ ჩაერთოს მძღოლები ამ სისტემაში? არაფერი! საჭიროა გქონდეს ღირსების გრძნობა და ჩამოიშლება ეს კომპანია”,- ამის შესახებ  “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

“საქართველოში ტაქსი არის ერთ-ერთი ყველაზე იაფი მსოფლიოში. 1,2 ევროდ შეგიძლია იმგზავრო ქალაქის საშუალო დისტანციაზე. ეს თავისუფლებისა და კონკურენციის შედეგია. არ შევჩერდები ხარისხზე და ხარვეზებზე. დროთა განმავლობაში ესეც გამოსწორდება.

რა უნდა გვიშლიდეს ხელს, რომ ბოიკოტი გამოვუცხადოთ რუსული იანდექს ტაქსის ოპერატორს: არ ჩავჯდეთ მათ მანქანებში, არ ჩაერთოს მძღოლები ამ სისტემაში? არაფერი! საჭიროა გქონდეს ღირსების გრძნობა და ჩამოიშლება ეს კომპანია.

მოდით, ამ საქმეში მაინც გავერთიანდეთ!

ამას საერთაშორისო რეზონანსიც ექნება. იანდექსი მსოფლიო ბრენდია და მისი გაშავებით თავად პრობლემა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფა, კიდევ ერთხელ იქნება შეხსენებული საერთაშორისო საზოგადოებისათვის”,- წერს გოცირიძე.

ცნობისთვის, ტაქსის გამოძახების რუსული სერვისის, Yandex Taxi-ს ქართულ ბაზარზე შემოსვლას საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. საზოგადოების უმეტესი ნაწილი იმან გაანაწყენა, რომ Yandex-ის რუკაზე რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები აღნიშნულია, როგორც სხვა ქვეყნის ტერიტორია.

იტვირთბა....