ინდონეზიელმა სამართალდამცველებმა ჩრდილოეთ სუმატრას რეგიონში მასშტაბური ტერაქტი აღკვეთეს. პოლიციამ 17 წლის ახალგაზრდა დააკავა, რომელმაც კათოლიკურ ეკლესიაში თავდასხმის მოწყობა სცადა. აღნიშნულის შესახებ უცხოური პრესა იტყობინება.
ის ჯერ ქალაქ მედანის ტაძარში შეიჭრა და სასულიერო პირს დანით მიაყენა ჭრილობები, შემდეგ კი ზურგჩანთაში დამალული ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედება სცადა. გამოძიება ვარაუდობს, რომ დაკავებული დაჯგუფება ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” მხარდამჭერია.