ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

სასამართლომ “რესპუბლიკელების” სარჩელი ცესკოს წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ “რესპუბლიკური პარტიის” სარჩელი ცესკოს წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა. ამის შესახებ მოსამართლემ გადაწყვეტილება გუშინ გამოაცხადა.
”რესპუბლიკური პარტია” სარჩელით ითხოვდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ ნორმატიული აქტის ბათილად ცნობას, რომლითაც ცესკომ „ახალ მემარჯვენეებსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“ საარჩევნო ნომერი წილისყრის გარეშე მიაკუთვნა.
როგორც მოსამართლემ განმარტა, პარტიას საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება 2 დღის ვადაში შეუძლია სააპელაციო წესით.

“რესპუბლიკურ პარტიაში” აცხადებენ, რომ სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

იტვირთბა....