ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს-მ პარიზის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა

თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს საორგანიზაციო სამმართველოს პირველი განყოფილების საკონტროლო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდი“-ს თანამშრომლებმა, ერთობლივი ღონისძიების შედეგად, აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოსვლისას პარიზის ინტერპოლის მიერ 2014 წლიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1970წ. დაბადებული აზიზ მ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, აზიზ მ.-ს ბრალი ედება საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსის 221-6, 223-6 და 434-10 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს: კანონის საფუძველზე ან რეგლამენტით მიღებული უსაფრთხოების დაცვის ნორმების აშკარა დარღვევით გაუფრთხილებლობით მკვლელობას, გემის კაპიტნის გაქცევისა და განსაცდელში მყოფთათვის დახმარების არაღმოჩენის ფაქტს.

აზიზ მ.-ს მიმართ ამჟამად კანონით გათვალისწინებული წინა საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

იტვირთბა....